გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული

13-12-2023

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მისი თქმით, 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი;


ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე;


2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930