14-12-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებას: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველას უყვარხართ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ნათლად ჩანს, ვინ ეხმარება ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში და ვინ - ხელს უშლის.
„ორბანის ეს განცხადება ხელისუფლების ძალისხმევისა და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ლანძღოს ორბანი, ერთი რეალობაა - უნgრეთმა განსაკუთრებული პარტნიორობა გაუწია საქართველოს!
ჰოდა, სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |