გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რა ღირსებაზე საუბრობენ, ან რა კაცობაზე, დაქირავებულ ტუტუცებად აქცია კეზერაშვილმა და პრემია-ხელფასს იმაში იღებენ, ვინ უფრო მაგრად მოფხანს ზურგს პატრონს

16-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის შესახებ წერს.


როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რადიკალებს ვადა 2024 წლის არჩევნებამდე აქვთ, რომ რაიმე ფონს გავიდნენ, თუ არადა, პატრონები, მათ შორის, დავით კეზერაშვილი, დაფინანსებას შეწყვეტენ.


„კაცს სახეში აფურთხებდნენ და გაბადრული ამბობდა, როგორ მიყვარს წვიმაო - ასეთ დღეში არიან ეს საწყლები.


ქართული ჯარის ნაძარცვი ფულითა და ევროპელი პენსიონერების დანაზოგებით რომ ხელფასს გიხდიან, ხაბეიშვილის პირად „იმიჯმეიკერად“ გაქცევენ და შენ სხვაზე იტყვი - საცოდავიაო… ნამდვილად კლინიკური შემთხვევაა!


რა ღირსებაზე საუბრობენ, ან რა კაცობაზე, დაქირავებულ ტუტუცებად აქცია კეზერაშვილმა და პრემია-ხელფასს იმაში იღებენ, ვინ უფრო მაგრად მოფხანს ზურგს პატრონს და ვინ უფრო ფართომასშტაბიან სიგიჟეს ჩაიდენს!


2024 წლამდე აქვთ ამ საწყლებს დრო, რომ იქნებ რაიმე ფონს გავიდნენ, თუ არადა, ისე ამოკრავს პანღურს კეზერაშვილი, დატოვებს ისეთივე მათხოვრებად, რაც მანამდე იყვნენ…


ჰოდა, აბა, თქვენ იცით, საფხანი ჯოხი მოიხმარეთ, რომ უფრო ესიამოვნოს პატრონს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930