გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

16-12-2023

ქალაქ  კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.


ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად სპეციალურად ზღაპრის გმირები და ანიმატორები იყვნენ მოწვეულები.


კასპი წელს  განსაკუთრებით ხვდება  ახალ 2024 წელს, მიმდინარეობს ქალაქის საახალწლო განათებებით მორთვა, პრემიერის გადაწყვეტილებით ქალაქს საახალწლო ილუმინაციებიც გადაეცა, კასპში დაგეგმილია გრანდიოზული კონცერტიც.


ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს  კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. როგორც მერმა აღნიშნა,  ქალაქის მორთვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საახალწლოდ კიდევ უფრო მეტად გალამაზდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031