გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 5.2%-ით გაიზარდა

13-09-2018

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.3 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 5.2 პროცენტით აღემატება 2017 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.
2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 464.6 ათასით განისაზღვრა, რაც 13.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 
2018 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების 36 პროცენტი განხორციელდა 31-50 ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორების მიერ. ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 55 პროცენტი მოდის ქალებზე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 26.8 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11,1 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 302.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (207.1 ათასი ვიზიტი თვეში).
2018 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 130.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12.9 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 7.3 პროცენტით და 118.5 ლარს უტოლდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031