გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიუჯეტი 2012 წელს იყო დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი - აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი

18-12-2023

ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 3 წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 30 მილიარდი ლარით.


„ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, მე მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ როგორი ეკონომიკა ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ კარგად გახსოვთ, რომ ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე.


და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა, დემოკრატიაზე ჩვენ რა თქმა უნდა ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეკონომიკით რომ დავიწყოთ და პირველი თავი მიეძღვნება ეკონომიკას, ერთგვარი ანალიზი და შედარებითი ანალიზი მინდა გავაკეთო, მაშინ არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა. ბიზნესი იყო აბსოლუტურად დე მოტივირებული, არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომ გამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომ გამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს და შედეგად დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, დღეს, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება 86 მილიარდი ლარი, ბოლო 11 წელიწადში, „ქართული ოცნების" მართველობის დროს, ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3 ჯერ გაიზარდა, 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8 მილიარდზე მეტი დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად იქნება 28 მილიარდ 700 მილიონი აქაც თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი.


ბოლო 11 წელიწადში, ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელზეც მინდა ვისაუბრო დღეს თქვენთან ერთად, ასევე მინდა გითხრათ რომ მხოლოდ 3 წელიწადში, ბოლო 3 წელიწადში გაიზარდა 30 მილიარდი ლარით, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს უკვე 8100 დოლარს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და 2024 წელს 8500 დოლარს გადააჭარბებს, ბოლო ორი წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელსაც მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება აი ამ ჩვენს რეგიონში და მთელს მსოფლიოში, მაშინ როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ არის 1 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა ინფლაცია, ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან რაც გვქონდა ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი, ასევე მინდა გითხრათ რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930