გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და დღეს არის 1230 ლარი, უკვე გაზრდილია 270%-ით, 2024 წლიდან მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით

18-12-2023

2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და დღეს არის 1230 ლარი, უკვე გაზრდილია 270%-ით, 2024 წლიდან მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა იქნება დასრულებული და აშენებული-რეაბილიტირებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით.


„ასევე, ანაზღაურების საკითხს მინდა შევეხო. 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი იყო 330 ლარი და ხელფასი აქაც უკვე გაზრდილია 270%-ით, დღეს არის 1230 ლარი.


ჩვენ ასევე მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასები 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ბიუჯეტიდან და ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით.


300 ლარი იყო, შეგახსენებთ, 330 ლარი იყო ხელფასი მასწავლებლების 2012 წლამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად იქნას დაფასებული მასწავლებლის ღვაწლი, მათი წახალისება გაგრძელდება მომავალში, ისევ როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელზეც ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს.


დაწყებულია რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მოგახსენეთ, რომ სკოლების რეაბილიტაცია- მშენებლობა. ამჟამად დაკონტრაქტებული არის 250 ზე მეტი სკოლის მშენებლობა. სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა 2022-2023 წლებში 250 ზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია და როგორც მოგახსენეთ, 2027 წლისთვის ყველა სკოლა იქნება დასრულებული და აშენებული-რეაბილიტირებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930