გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე აშენდა 7 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 140 მგვტ იყო, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა 66 ელექტროსადგური და ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 1200 მგვტ-ს

18-12-2023

ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი არის ჩვენი მთავრობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, 2012 წლამდე საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 3325 მგვტ-ს შეადგენდა; სადგურების უმეტესობა იყო აშენებული საბჭოთა კავშირის დროს.


„2012 წლამდე აშენდა 7 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 140 მგვტ იყო, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა 66 ელექტროსადგური და ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 1200 მგვტ-ს, ჯამური ინვესტიციით დაახლოებით 2 მლრდ დოლარი.


ეს არის კონკრეტული შედეგი ენერგეტიკის დარგშიც, რა თქმა უნდა, შედეგად ელექტროენერგიის გენერაცია, ექსპორტი და ტრანზიტი გვაქვს რეკორდული.
წელს უკვე გენერაციამ 11 თვის მონაცემებით შეადგინა 13 მლრდ კვტ.სთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის გამომუშავების ისტორიული მაქსიმუმი.


რეკორდულია ასევე ექსპორტიც და ტრანზიტიც ჩვენი ქვეყნის გამოყენებით. შემოსავლებმა შეადგინა ათეულობით მილიონი ლარი, რომელიც მიემართება ბიუჯეტში და, რა თქმა უნდა, ეს არის 4.5-ჯერ ზრდა, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930