გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The Economist»: სააკაშვილი მმართველობის ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო იხრებოდა ავტორიტარიზმისკენ

12-01-2018

„რუსეთისადმი საქართველოს დღევანდელი დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი მიდგომებისაგან. მიხეილ სააკაშვილს უყვარდა ვლადიმერ პუტინის პროვოცირება და ზოგიერთი ცნობის თანახმად, მას „ლილიპუტინსაც“ უწოდებდა ხოლმე. სამაგიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი აღფრთოვანებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებით, რომელიც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნევდა“-ამის შესახებ ბრიტანული გამოცემის, «The Economist»-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:


„საქართველო-რუსეთის დაძაბულობის პიკმა 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს მიაღწია, რომელშიც საქართველომ მარცხი განიცადა. თავისი მმართველობის ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ავტორიტარული მმართველობისაკენ და შედეგმაც არ დააყოვნა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] დამარცხდა - გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.


შედეგად, კონფრონტაციული ტონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში რუსეთის მიმართ დომინირებდა, შედარებით უფრო რბილი დამოკიდებულებით შეიცვალა“, - წერს გაზეთი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930