18-12-2023
რეგიონებს რაც შეხება, ბოლო 11 წელიწადში, 10 800 კილომეტრამდე მუნიციპალური გზა დაიგო, 3.3 მილიარდი ლარი დაიხარჯა ამ გზების დაგება-რეაბილიტაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 376 მილიონი ლარი.
„ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2012 წელს იყო 376 მილიონი ლარი, მაშინ როცა, წელს ბიუჯეტი არის 1.914 მილიარდი ლარი, ანუ 5-ჯერ მეტი არის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, მაშინ როცა გახსოვთ, რომ პატარა მონაკვეთებს სხვადასხვა მხრიდან ხსნიდნენ კვირაში რამდენჯერმე.
ასევე, რა თქმა უნდა, იცით თქვენ, ძალიან მოკლედ შევეხები წყალმომარაგების საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვენლოვანია. 2012 წელთან შედარებით, 15-ჯერ არის გაზრდილი წყალმომარაგების ბიუჯეტი, 15-ჯერ არის გაზრდილი, იყო 30 მილიონი ლარი, თუ არ ვცდები და ახლა არის 500 მილიონი ლარი. ამჟამად მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები 170-ზე მეტ მდებარეობაში, რომელთაგან 60 წელს დასრულდება. შედეგად ჩვენ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24-საათიანი წყალმომარაგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.