გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ომის დასაწყისში გაკეთებულ და ახლანდელი განცხადებების შედარებას აკეთებს

20-12-2023

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ომის დაწყებიდან გაკეთებულ განცხადებებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიცვალა წლიდან წლამდე ქვეყნის პრეზიდენტის განწყობა და შესაბამისად, განცხადებები.


„ვოლოდიმირ ზელენსკი. ვილნიუსი. 2023 წლის 12 ივლისი. „ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ერთობა და ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთის დარწმუნებას, რომ უკრაინა ცალსახად ნატოში იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელი გახდება ამ მხარდაჭერით და უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე თითოეული ლიდერის განცხადებით - როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა დასტაბილურდება. აი მაშინ, მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით ნატოში".


ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 2023 წლის 19 დეკემბერი. წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია. „უკრაინას ნატოში ჯერ არ იწვევენ. ჩვენ ვიცით, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ვარიანტია ახლა. ჩვენ არ გვიწვევენ ნატოში და სიგნალები ნაწილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელეა". ვოლოდიმირ ზელენსკი. 2024 წლის გაზაფხული?“ - წერს ფეისბუკ დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930