22-12-2023
ქალაქ ჟენევაში გამართულ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) აღმასრულებელი ორგანოს 43-ე სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი კონვენციის აღმასრულებელი ორგანოს ბიუროს ვიცეთავმჯდომარედმეორე ვადით აირჩიეს. ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნული პოსტი პირველად, 2021 წელს,ორი წლის ვადით დაიკავა.
ჰაერის კონვენცია აერთიანებს აშშ-ს, კანადას, ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებს. კონვენციის ფარგლებში, საერთაშორისო დონეზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით მიმდინარეობს მსოფლიოში მოწინავე სამეცნიერო და პოლიტიკური საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, ჰაერის დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, მათ შორის: საწვავის ხარისხის ევრო 5 სტანდარტამდე გაუმჯობესება, ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლის შემოღება, ავტომობილების ემისიის ევრო 5 სტანდარტის დაწესება, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესება, სამრეწველო გაფრქვევების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობა და ა.შ.