22-12-2023
ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |