გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან 2023 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა

22-12-2023

სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა - 2023 წელს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით,  დაინტერესებულ პირებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.


ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ. როგორცმანაღნიშნა, უწყების მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება, რაც გულისხმობს  ნდობის მაღალ ხარისხს, მჭიდრო თანამშრომლობას და საერთო პასუხისმგებლობას.


მისი თქმით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები მუდმივი ხასიათის იქნება და მომავალში სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატშიც აქტიურად გაიმართება.


,,უწყების მიერ, შემუშავდა მიზნობრივ ჯგუფებთან სისტემატიური ხასიათის შეხვედრების გამართვის პროგრამა,  რომელიც ითვალისწინებს თქვენთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციას, როგორც საკანონმდებლო თუ პროცედურულ საკითხებზე  ინფორმაციის გამჭვირვალობის, ასევე თქვენი მხრიდან  აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრებისთვის იგეგმება ელექტრონული პლატფორმის შექმნა,რომელიც იქნება ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტი და რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ თვალი ადევნოთ შემოსავლების სამსახურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, არამედ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები. მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან ვიზეიმეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დღე. შემოსავლების სამსახურმა, ამ საპასუხისმგებლო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც   საბაჟო, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ მოიცავს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს’’,- განაცხადა ლევან კაკავამ.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ უწყების ხელმძღვანელის მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, პაატა კილაძე, ლევან წითელაშვილი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930