გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

23-12-2023

პროექტის „ჩვენი ჯარი“ წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. სამხედრო მოსამსახურეები სტუდენტებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსის“, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ჯარში მოხვედრისა და სამხედრო სამსახურის ფორმების მიმართ გამოხატეს. მათ ჯარისკაცებისგან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, აქტიური რეზერვის, სამხედრო განათლების მიღებისა და სამხედრო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.


თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728