26-12-2023
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მომღერალი ნინო ქათამაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეტყობა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ჩატარებულმა კონცერტების შემოსავლებმა გაათამამეს ნინო ქათამაძე, ანდა ნაცსექტის პარაზიტულ დავალებას ასრულებს განსხვავებული აზრის მქონე არტისტების ვითომ შეზღუდვაზე.
“როცა თბილისში საახალწლო გალა კონცერტისთვის არაგონივრულ ჰონორარს ითხოვ და ბუნებრივი უარის გამო ამას დამახინჯებული ნაცპოლიტიკური "მესიჯბოქსისთვის" იყენებ, უსინდისობა რბილად ნათქვამია.
ეტყობა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ჩატარებულმა კონცერტების შემოსავლებმა გაათამამეს ნინო ქათამაძე ანდა ნაცსექტის პარაზიტულ დავალებას ასრულებს განსხვავებული აზრის მქონე არტისტების ვითომ შეზღუდვაზე.
გადავხედოთ საახალწლო, მანამდე თუნდაც თბილისობის კონცერტების მონაწილეთა სიას, და დავინახავთ, რომ პოლიტიკური გემოვნება, თუნდაც რადიკალური, საერთოდ არაფერ შუაშია”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.