გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ უკვე ახდენს ძირეულ ხედვით ძვრებს - პოლიტიკური სივრცის რაციონალურობის ფორმირებისთვის, აიძულებს რა ოპოზიციას, სწორად გაიაზროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები

27-12-2023

"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ნაცმოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. მეგრელიშვილის თქმით, "ხალხის ძალის" მიერ ღირებულებითი პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია, რაც მოქალაქეთა უმეტესობისთვის მისაღებია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ამ მხრივ, თამაშგარე მდგომარეობაშია.

 

"პოლიტიკური ტრანზიციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების პროცესს დღეს თითქოს თავიდან გავდივართ და ამ პროცესში საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ გაცხადებული ღია პოლიტიკით, პირველადია ქართული იდეის საკითხი. იმ იდეისა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სულიერი ღირებულებებს და ეროვნულ-კულტურულ ფასეულობებს ეყრდნობა. ჩვენ მიერ გამოქვეყნებული არაერთი და მათ შორის ამ ბოლო წერილით ჩვენ გვსურს წინა პლანზე წამოვწიოთ რაციონალურად მოაზროვნე კონსენსუალურ პოლიტიკურ და სამოქალაქო კულტურაზე დამყარებული საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და პოლიტიკური პოზიციის რაციონალურ-აქტივისტურ ფორმებზე.

 

საზოგადოებაში უკვე შეინიშნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების კულტურის დონე, რაც პოლიტიკური მონაწილეობის რაციონალურობაში ვლინდება და ისინი "ხალხის ძალას" თამამად მოგვყვებიან მოთხოვნაში - ქართული სახელმწიფოს ინტერესი იყოს პირველადი. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სივრცე, საჭირო ოპოზიციის არარსებობის გამო, ინსტიტუციურ კრიზისს განიცდის და ეს ყველაზე კარგად იკითხება ღირებულებით ასპექტში. მაგალითად, ოპოზიციურ ძალას - "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მყარი იდეოლოგიური კონცეფციები, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ლიდერის პირად ინტერესებზე იყო და რჩება აგებული.

 

ლოგიკურია, რადგან "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შემადგენლობა ყოველთვის უცხო ღირებულებით ელემენტზე იყო დამყარებული და არ ასახავდა ქართველი ერის ტრადიციულ და გენეტიკურ ღირებულებით სულისკვეთებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალი არ იყო ქართული ცნობიერების მატარებელი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა ეროვნულ ღირებულებით და მენტალური რაციონალიზმით სურდა. შესაბამისად, მათ ქართულ პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების კრიზისს დაუდეს საფუძველი და ეს დღეს მათ რიგებში ისევ გრძელდება. ამ ფონზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ უკვე ახდენს ძირეულ ხედვით ძვრებს - პოლიტიკური სივრცის რაციონალურობის ფორმირებისთვის, აიძულებს რა მთელ ოპოზიციას, სწორად გაიაზროს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციები და პრიორიტეტები, რასაც, საპასუხოდ, ოპოზიციისგან მხოლოდ ხისტი, დაუმორჩილებელი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები სდევს თან.

 

ფაქტია "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები ქართული სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების ინტერესებს არასოდეს ემსახურება და მათი მხრიდან „სამშობლობანას“ თამაში მხოლოდ საზოგადოების თვალის ახვევის მცდელობა იყო და ამადვე რჩება. ქართულ პოლიტიკურ პროცესში "ხალხის ძალის" მიერ ღირებულებითი პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია, სახელმწიფოს დაბალანსებულ პოლიტიკას პლუს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები - ეს მოქალაქეთა დიდი ნაწილის პოლიტიკური ინტერესია, კიდევ უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის. ამ გზაზე ერთად ვართ და ამ გზით ერთად მივდივართ და ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური წვლილი არ არის, ის თამაშგარეა," - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930