გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: წინასაახალწლოდ სემეკმა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას - ქვეყანაში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 2024 წლიდან 3 თეთრით შემცირდება

28-12-2023

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებას საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების შესახებ, სოციალურ ქსელში აფასებს.


არჩვაძის განცხადებით, ტარიფის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც მაკროეკონომიკური, ისე სოციალური და პოლიტიკური კუთხით. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მდგრადობის და სტაბილური განვითარების შეუქცევადობას ადასტურებს.


"წინასაახალწლოდ სემეკმა არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას - ფიზიკურ პირებსაც და კომერციულ სტრუქტურებსაც. მისი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო (სამომხმარებლო და კომერციული) მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 2024 წლიდან 3 თეთრით შემცირდება და ეს შემცირებული ტარიფი 3 წლის განმავლობაში აღარ შეიცვლება.


აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობისათვის უდავო ეფექტის მოტანის გარდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური მაკროეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია:


ჯერ ერთი, თვალშისაცემია პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი, რის შედეგად მოსახლეობას მხოლოდ თბილისში ტარიფის შემცირების ხარჯზე 3 წლის განმავლობაში დაეზოგება 100 მილიონ ლარზე მეტი, ქვეყნის მასშტაბით კი - თითქმის 300 მილიონი ლარი. ეს - დაბალი ინფლაციის, ეროვნული ვალუტის სტაბილურობისა და უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად - მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება;

მეორე, ტარიფის შემცირება პოზიტიურად იმოქმედებს კომერციული სტრუქტურების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებასა და შესაბამისად, გაზრდის სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე და

მესამე და მთავარი.


აღნიშნული გადაწყვეტილება სამწლიან პერიოდზე ფაქტობრივად ადასტურებს სახელმწიფოებრივი მდგრადობის ინსტიტუციონალიზაციას და სტაბილური პროგნოზირებადი განვითარების შეუქცევადობას. აღნიშნული, რაც დიდწილად მიღწეულია ხელისუფლების გაწონასწორებული და რაციონალური პოლიტიკით, განსაკუთრებით დასაფასებელია მზარდი გლობალური არასტაბილურობისა და ვოლატილობის ფონზე" - წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930