გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირდება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია

28-12-2023

საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.


„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდება, რაც მთავრობის სწორი, თანმიმდევრული, შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია. ამით შესაძლებელი გახდა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამით შექმნილიყო იაფიანი რესურსი, ასევე იმპორტირებული, შედარებით ძვირიანი რესურსი ჩანაცვლდა თბოელექტროსადგურებიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით და სისტემაში სხვა განახლებადი წყაროები შემოვიდა", - ასეთი კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.


მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძლდება. „მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გაგრძელდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728