გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

29-12-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 80 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. უკვე რამდენიმე წელია ღონისძიებას ახალი ნომინაცია „წლის საუკეთესო გუნდი“ დაემატა , რომელიც 2024 წელს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელთა გუნდს გადაეცა, ერთობლივი წარმატებული პროექტისთვის სახელწოდებით - ,,გადასახადის გადამხდელთა ქცევის რეიტინგი“.


„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს და შობის დღესასწაულს.


გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის. სამსახურის თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით, სრულად შესრულდა კანონით ნაკისრი ვალდებულებები. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.


დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე და მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930