გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლების, ფსევდოპოლიტიკოსების და მთლიანად ფსევდოლიბერალების უსუსურობა და ზედაპირულობა

8-01-2024

ირაკლის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლების, ფსევდოპოლიტიკოსების და მთლიანად ფსევდოლიბერალების უსუსურობა და ზედაპირულობა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ირაკლი კობახიძის განცხადებას შობასთან დაკავშირებით.

 

ფოჩხუას თქმით, ოპოზიციის ყველა სიტყვა და ქმედება მიმართულია მხოლოდ იმისკენ როგორმე ავნონ ქვეყანას, გააღვივონ რევოლუციური მუხტი, მობრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ იმ უკანონობის რელსებზე გადაიყვანონ ქვეყანა, რაც იყო ადრე მიშას დროს. 

 

„ირაკლის ამ პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლების, ფსევდოპოლიტიკოსების და მთლიანად ფსევდოლიბერალების უსუსურობა და ზედაპირულობა. მათი ყველა სიტყვა და ქმედება მიმართულია მხოლოდ იმისკენ როგორმე ავნონ ქვეყანას, გააღვივონ რევოლუციური მუხტი, რომ იქნებ როგორმე მობრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ იმ უკანონობის რელსებზე გადაიყვანონ ქვეყანა, რაც იყო ადრე მიშას დროს. როგორც ადრე, ვერც ახლა შეძლებენ ჩანაფიქრის ასრულებას, ისეთ პოლიტიკოსს, როგორიც არის ირაკლი კობახიძე და მთლიანად გუნდი, როგორ უნდა აჯობო, თან როცა სიმართლე მათ მხარეს არის“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031