გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს ფოსტა“ განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ტარიფები გაიზარდა

9-01-2024

„საქართველოს ფოსტა“ განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ, 15%-ით მოხდა - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას, - ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


კომპანია განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ტარიფები გაიზარდა.


„საქართველოს ფოსტა“ კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას ეხმაურება, რომელიც ტარიფების ცვლილებას შეეხება.


კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ, 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა დაუწყვეტობისთვის.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30