გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რა შეიარაღებას ფლობს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო ბაზებზე

15-09-2018

რუსული გამოცემის, «Независимое военное обозрение»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის იმ ობიექტებზე (სამხედრო ბაზებზე), რომლებიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში და სომხეთში მდებარეობენ.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ალექსანდრე ხრამჩიხინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას:


"სამხრეთით მდებარე ბაზების მდგომარეობა სხვადასხვანაირია: სამიდან ორი ბაზა საქართველოს ყოფილ ავტონომიებში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები დამოუკიდებლად აღიარა და მათ ტერიტორიებზე არსებული რუსეთის რეგულარული არმიის კონტიგენტს სამხედრო ბაზების სტატუსი მიეცა“, - ნათქვამია სტატიაში.


პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა საუბარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის შესახებ:


„მე-4 სამხედრო ბაზა დისლოცირებულია ცხინვალსა და ჯავაში, მე-7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში. მათი შეიარარება პრაქტიკულად ერთნაირია: 41 ტანკი Т-72БМ, 160 ქვეითთა ჯავშანმანქანა და 15 მრავალმიზნიანი ჯავშანტრანსპორტიორი (БМП-2/3 და БТР-80/82АМ), 36 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი (152 მმ-იანი), 18 ცალი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნი, „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის 18 რეაქტიული სისტემა (122 მმ-იანი), „შტურმის“ ტიპის თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების 12 კომპლექსი, „ოსა“-ს ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, „სტრელა“-ს ტიპის 24 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ამდენივე „ტუნგუსკის“ ტიპისაც. გარდა ამისა, ცხინვალში დისლოცირებულ მე-4 სამხედრო ბაზას აქვს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ და რეაქტიული ზალპური ცეცხლის „სმერჩის“ თითო ბატარეა.


ორივე ბაზა უზრუნველყოფილია გაძლიერებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვით: მე-4 ბაზა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკ-41“-ის ერთი დივიზიონით, მე-7 ბაზა კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-300ПС/ПМ-ის ორი დივიზიონით.


ორივე ბაზა მთლიანადაა ინტეგრირებული შესაბამისი რესპუბლიკების შეიარაღებულ ძალებთან და ექვემდებარება რუსეთის არმიის სარდლობას.
მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების გაერთიანებულ სამხედრო პოტენციალს სავსებით შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს არმიას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჯერაც არაა სერიოზულად აღდგენილი. რაც შეეხება ნატოს დახმარების იმედებზე ლაპარაკს, ორი რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზნით, ეს ფსიქიატრიის სფეროს განეკუთვნება და ამ საკითხის სამხედრო ანალიზი არასერიოზული იქნებოდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორივე ყოფილი ავტონომია რუსეთს ესაზღვრება, ცალკეულ სიტუაციებში მათ შეუძლიათ სამხრეთის სამხედრო ოლქიდან სწრაფად, დაუბრკოლებლად მიიღონ საჭირო დახმარება. აქედან გამომდინარე, ორივე ბაზის მდგომარეობა სტაბილურად და უსაფრთხოდ უნდა ჩავთვალოთ.
"ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა აბსოლუტურად ლიალურია რუსეთის მიმართ და მათ მშვენივრად ესმით, რომ იქ დისლოცირებული ბაზები მათი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტები არიან. უფრო მეტიც, იქაური მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქის სტატუსი აქვს, სამხრეთ ოსეთს კი საერთოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს"-წერს ავტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930