13-01-2024
„კეზერაშვილს ყველა გადაცემა და მასთან დასაქმებული ადამიანი პოლიტიკური „მესიჯების“ გასავრცელებლად სჭირდება“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, იუმორისტ მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, რომელიც „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვის მიზეზად „სოლოლაკის ვერ აღებას“ ასახელებს.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ დავით კეზერაშვილს კონკრეტულ დროს კონკრეტული საქმის შემსრულებლები სჭირდება, რომელთაც უპრობლემოდ გაწირავს, როცა მიხვდება, რომ მათგან სასურველ შედეგს ვეღარ იღებს.
„Tv Formula-ზე გასართობი გადაცემები დაიხურა.
სხვა არხიდან ამ არხზე თავშეფარებული ადამიანები, პირობით - „ყველაფერი კარგად იქნება“, კვლავ სამსახურის გარეშე დარჩნენ.
მათი არასაჭიროების მიზეზებზე მათთან არავის უსაუბრია, ამიტომ სიჩუმე თავად დაარღვიეს. ერთ-ერთმა წევრმა მიშა ანდღულაძემ ღიად აღიარა ოლიგარქია (კეზერაშვილი) მედიის მართვის სათავეში და არასაკმარისი თანხები არ და ვერ იქნებოდა ჩვენი „ჩახსნის“ მიზეზიო.
მიზეზი ისაა, რომ სოლოლაკი ვერ ავიღეთო!
ასეა, სამწუხაროდ, არ შეიძლება საეჭვო რეპუტაციის ადამიანებთან თანამშრომლობა (კეზერაშვილის მიმართ გამოძიება მიდის და მისი მდგომარეობა სახარბიელო არაა).
კეზერაშვილს ყველა გადაცემა და მასთან დასაქმებული ადამიანი პოლიტიკური „მესიჯების“ გასავრცელებლად სჭირდება. ვფიქრობ, ის არავის არჩევს განათლებითა და სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევებით. მას ჭირდება კონკრეტულ დროს კონკრეტული საქმის შემსრულებლები, რომელთაც უპრობლემოდ გაწირავს და გარეთ დატოვებს, მიხვდება რა, რომ ვიღაც ან რაღაც საჭირო აღარაა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.