გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დადასტურდა, რომ 90–იან წლებში სსრკ–ში „ნოვიჩოკს“ სამხედროებზე ცდიდნენ

15-09-2018

1992 წლამდე საბჭოთა კავშირში ტარდებოდა ექსპერიმენტები, რომლის დროსაც „ნივიჩოკის“ ჯგუფის საწამლავებს სამხედროებზე ცდიდნენ,– იუწყება გამოცემა „პროექტი“.


ინფორმაცია სარატოვის ოლქის საიდუმლო ობიექტს შიხანიში „ნოპვიჩოკის“ სულ მცირე, ერთ სამხედროზე გამოცდის შესახებ, სასამართლოს მიერ არის დადასტურებული,– წერს გამოცემა და მტკიცებულებად შესაბამისი დოკუმენტაციაც მოჰყავს.


საუბარია, კერძოდ, 23 წლის ლეიტენანტ ვლადიმირ პეტრენკოზე. თავად დაზარალებული ყვება, რომ ექსპერიმენტი 30 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და როგორც კი მომწამლველ ნივთიერებას უშვებდნენ, მას სუნთქვა ეკვრებოდა, თითქოს ფილტვებიდან ერთიანად გამოეშვათ ჰაერი.


„ნოვიჩოკის“ ერთ–ერთი შემქმნელი, მეცნიერი ვლადიმირ უგლევი ვარაუდობს, რომ სამხედროებზე საწამლავის მცირე დოზებს ცდიდნენ, რაც ხილულ დარღვევებს არ გამოიწვევდა, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტების სამომავლო შედეგები ძნელად არის პროგნოზირებადი.


1980–იან წლებში ლეიტენენტმა სასამართლოს მიმართა და მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო კომპენსაცია მოითხოვა. ამ ექსპერიმენტების შემდეგ მას კუჭ–ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და კანის დაავადებები გაუჩნდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერიმენტებს სამხედროს ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია და ის რეაბილიტაციას არ საჭიროებდა. თავად პეტრენკო ამბობს, რომ ანალოგიური ცდები ტარდებოდა კიდევ 40 სამხედრო მოსამსახურეზე. ექსპერიმენტები წარმოებდა საიდუმლო პროგრამა „ფოლიანტის“ ფარგლებში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო შემუშავებული. მეცნიერებმა 4 ნივთიერების სინთეზირება მოახერხეს, რომელთაც „ნოვიჩოკს“ უწოდებენ.


ცნობისთვის: მანამდე რუსეთის ხელისუფლება მსგავსი პროგრამის არსებობას უარყობდა.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ბრიტანულ ქალაქ სოლსბეროში ნერვულ–პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალშვილი იულია მოწამლეს. ლონდონის მტკიცებით, ეს თავდასხმა კრემლის მიერ იყო ორგანიზებული. თავის მხრივ მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.




ACCENT.COM.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031