გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიშა ანდღულაძე "ფორმულაზე" გასართობი გადაცემების დახურვის შესახებ: ოლიგარქმა [კეზერაშვილმა] არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად - მიზეზი იყო, სოლოლაკი რომ ვერ "ავიღეთ"

13-01-2024

ჩვენ როდესაც გადავედით "ფორმულაზე", გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა, - ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა.


 

ანდღულაძის განცხადებით, "ფორმულაზე" გასართობი გადაცემების დახურვა ფულს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან, შეუძლებელია, ოლიგარქმა მიზეზად თანხების არარსებობა მოიყვანოს. მისივე თქმით, გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს "სოლოლაკის აღება".


 

"ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ "ავიღეთ". მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით" - განაცხადა მიშა ანდღულაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930