გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად

13-01-2024

არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე იუმორისტი მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.


 

აბაშიძის თქმით, კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და არანაირი ინტელექტი, მორალი და ზნეობა.


 

„მასშტაბური მძარცველის სამსახურში ყოფნამ ბუნებრივი შედეგი გამოიღო - როგორც კი დაინახა ავაზაკმა კეზერაშვილმა, რომ კომედიანტები მონებად ვერ აქცია, გაყარა სამსახურიდან.


 

არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად.


 

და რა შედეგი უნდა დადოს, როცა კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და არანაირი ინტელექტი, მორალი და ზნეობა მას და მის მარიონეტებს?..“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30