გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: დღეიდან ტაივანი შევიდა ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი, ავადხსენებული და „ტურბულენტური“ კოჰაბიტაციის ეპოქაში

14-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ტაივანი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და პარალელს ქართული პოლიტიკურის ვითარების უახლოეს წარსულთან ავლებს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ტაივანში ის კოჰაბიტაციური პოლიტიკური წყობა ყალიბდება, რომელიც საქართველომ უკვე განვლო და მისი უარყოფითი შედეგებიც იხილა.

„და, აი, ისიც - ტაივანის დე ფაქტო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დასრულებულია. სწორედ მისი შედეგების შესახებ ინფორმირების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა მოულოდნელი და სენსაციური განცხადება: „ამერიკა არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას“. რატომ თქვა ეს, თუ კი დე ფაქტო პრეზიდენტად აირჩიეს პროამერიკელი უილიამ ლაი (ლაი ცინდე), ტაივანის მმართველი დემოკრატიული პარტიიდან? იმიტომ, რომ მიღწეული იქნა მხოლოდ და მხოლოდ „პიროსის გამარჯვება“.


მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულის სასარგებლოდ ხმა მისცა ამომრჩეველთა 40,2%-მა, მის კონკურენტებს ოპოზიციიდან წინასაარჩევნოდ რომ არ გაეყოთ ხმები, დღეს ტაივანს პეკინთან დაახლოვების მომხრე დე ფაქტო პრეზიდენტი ეყოლებოდა. ოპოზიციური „გომინდანის“ კანდიდატ ხოუ უიმ 33,4% მიიღო, ხოლო მესამე კანდიდატის (ოპოზიციური „სახალხო პარტიიდან“) ხმებსაც თუ გავითვალისწინებთ, ჯამურად, უილიამ ლაი დამარცხდებოდა.


თუმცა მისი გამარჯვება იმიტომაა „პიროსის“, რომ უილიამ ლაის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები ფაქტობრივად წააგო - ხმათა უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციურმა „გომინდანმა“, რომელსაც „სახალხო პარტიის“ კვოტით არჩეულ დეპუტატებთან ერთად შეუძლია შექმნას ისეთი კოალიცია, რომელიც თავისუფლად დაბლოკავს ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტისა და მისი პარტიის ყველაზე ოდიოზურ ნაბიჯებს. დღეიდან ტაივანი შევიდა ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი, ავადხსენებული და „ტურბულენტური“ კოჰაბიტაციის ეპოქაში. ასე რომ, ტაივანის კუნძულზე არაფერი არ დასრულებულა. იქ ყველაფერი მხოლოდ იწყება“, - წერს დავით ქართველიშვილი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930