16-01-2024
როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე და კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის.
„საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება, ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს „ქართული ოცნების“ მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.