გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: დიახ, წელს მართლაც გვექნება „ცხელი შემოდგომა", ოღონდ მის სიმხურვალეში შარშანდელი ვერშემდგარი გამჩაღებლები დაიწვებიან

17-01-2024

ოპოზიციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების აღიარებების შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აცხადებს, რომ ამ აღიარებების მოწმეთა რიცხვი იზრდება, რაც შესაძლოა გახდეს იმის საფუძველი, რომ მათ მოუწიოთ ნაცმოძრაობის გამსამართლებელი მცირე „ნიურნბერგის" წინაშე წარდგომა.

 

„როდესაც კაკო ბობოხიძის აღიარებას ვუსმენდი: „რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ოცნება“ 60-70 პროცენტს აიღებდა", მისი ჩვენება იმ საარქივო მასალებში შევინახე, რომლის ბაზაზე აუცილებლად შეიქმნება მოწმეთა ის სია, ვისაც მოუწევს მომავალი საპარლამენტო-საგამოძ­იებო კომისიის ფარგლებში ნაცმოძრაობის გამსამართლებელი მცირე „ნიურნბერგის" წინაშე წარდგომა.

 

როდესაც ვუსმენდი მამუკა გამყრელიძის აღიარებით ჩვენებას: „დადიოდნენ ევროდერეფნებში და იხვეწებოდნენ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭებას. როგორ არ დადიოდნენ, მეც მანდ ვიყავი" - კიდევ ერთი მოწმე დავამატე კომისიის წინაშე გარდაუვალი ჩვენებების მისაცემად გამოსაძახებელი კონტინგენტის სიაში.

 

რაც უფრო ვუახლოვდებით 2024 წლის შემოდგომას - მსგავსი აღიარებების ნუსხა მხოლოდ გაფართოვდება და თამამად შეგვიძლია დავაანონსოთ: დიახ, წელს მართლაც გვექნება „ცხელი შემოდგომა", ოღონდ მის სიმხურვალეში შარშანდელი ვერშემდგარი გამჩაღებლები დაიწვებიან...“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930