გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

17-01-2024

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა. 


შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია,ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია,  გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (აშშ-ის საელჩო საქართველო) ალან პერსელი. 


ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. 


მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031