18-01-2024
"ამჟამად მოძიებულია ოთხი კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას დაასრულოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. დიახ, ეს საშვილთაშვილო პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება და რადიკალურად განწყობილი, დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალების ხმამაღალი, მაგრამ მაინც თავდახრილი ყვირილი - "საქმე არ კეთდება" არაფრისმომცემია," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიციას საქმის რეალური გადაწყვეტა არ აწყობს და მათი მიზანი დედაქალაქის გამართული ინფრასტრუქტურა და ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ არის.
„თბილისის მერიას წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული:
* NAT230001040 ტენდერით - შპს "ერ ტე დეს" ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 017 950 ლარი);
* NAT230001041 ტენდერით - შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 13 028 880 ლარი);
* NAT230001042 ტენდერით - შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 201 870 ლარი).
თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებები 15 იანვარს შეწყდა.
კერძოდ, კახა კალაძემ საკუთარი ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულებები გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დესთან" (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან" (ს/ნ: 400118047), რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან ინსპექტირების აქტებით დადასტურდა, რომ რიგ შემთხვევებში სამუშაოები არ წარმოებდა და წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა შეინიშნებოდა.
თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კომპანიებს სოლიდური სანქციები დაეკისრა. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კონტრაქტორებს სრულად ჩამოერთვათ საბანკო გარანტიები:
* შპს "ერ ტე დეს" - 225 ათას ლარზე მეტი;
* შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" - 555 ათას ლარზე მეტი.
ამჟამად მოძიებულია ოთხი კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას დაასრულოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია.
დიახ, ეს საშვილთაშვილო პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება და
რადიკალურად განწყობილი, დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალების ხმამაღალი, მაგრამ მაინც თავდახრილი ყვირილი- "საქმე არ კეთდება" არაფრისმომცემია.
მინაწერი: ეს დიდი საქმე გაკეთდება, დათქმულ ვადაშიც ჩაბარდება და თუ თქვენ, მავანნო მართლა დედაქალაქზე შეგტკივათ გული ამ დრომდე რატომ დუმდით?!
გეთქვათ თუ რამე ისე არ კეთდებოდა
იქნებ თქვენს აზრს იზიარებდა და გისმენდათ კახი.
მაგრამ არა, თქვენ საქმის რეალური გადაწყვეტა არ გინდათ, სიმართლე თუ გინდათ არ გაწყობთ, თქვენი მიზანი დედაქალაქის გამართული ინფრასტრუქტურა და ამ ქვეყნის კეთილდღეობა არ არის“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.