16-09-2018
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი არ აპირებს უკანდახევას მომძლავრებული რუსეთის პირობებში, აღნიშნა რა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია სიმტკიცეს შეინარჩუნებს და სამართლიანობის პრინციპებს გაჰყვება, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების დროს.
ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა პარასკევს “ჰერითიჯის ფონდში” გამოსვლისას გააკეთა, მას შემდეგ რაც თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ჯონ ბოლტონს შეხვდა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო კონფრონტაციას არ ცდილობს, თუმცა მან მოსკოვი დადანაშაულა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
ამის მიუხედავად, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ქმედებების შესუსტებას. “ვხედავთ, როგორ იყენებს ის სხვადასხვა მედიასა თუ სოციალურ პლატფორმებს, მიმართავს დეზინფორმაციას პოლიტიკური პროცესებზე გავლენის მოსახდენად ევროპის და ნატოსთან დაკავშირებულ ქვეყნებში." ის ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯიმ მატისის შეშფოთებას, რომ ეს ძალები მაკედონიაში დაგეგმილ რეფერენდუმზე შეეცდებიან ზეწოლას. მატისი სკოპიეში კვირას ჩავა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე.
“საქართველო გახდება ნატოს წევრი”-თქვა მან.
ნატოს გენერალური მდივანი აშშ-ში ვიზიტით ალიანსისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდას ცდილობს.
16-11-2024
16-11-2024