16-09-2018
კონცერნი „კალაშნიკოვი“ მუშაობს საკუთარ ელექტრომობილზე, რომელმაც მომავალში ილონ მასკის მანქანას Tesla-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. „РБК“-ს ამის შესახებ კონცერნის საგარეო კომუნიკაციების დირექტორმა სოფია ივანოვამ უამბო.
„ჩვენ იმის შესახებ ვმსჯელობთ, რომ სწორედ Tesla-ს გავუწიოთ კონკურენცია, რადგან ამჟამად ელექტრომობილების სფეროში ეს წარმატებული პროექტია. როგორც მინიმუმ, ვაპირებთ, რომ მას არ ჩამოვრჩეთ“, – თქვა ივანოვამ.
ავტომობილი „კალაშნიკოვის“ კონკრეტული უპირატესობები მას არ დაუსახელებია.
მანამდე საერთაშორისო ფორუმზე „არმია-2018“ „კალაშნიკოვმა“, ელექტრონული, Иж-21252-ის კორპუსის („комби“)-ს ბაზაზე შექმნილი კონცეპტ-კარი CV-1 წარადგინა.
„Иж-комби“ – საბჭოთა ავტომობილის მარკაა, რომელიც საბჭოთა კავშირში იჟევსკის საავტომობილო ქარხანაში იყო გამოშვებული. ახლა ქარხანა კონცერნ „კალაშნიკოვს“ ეკუთვნის.
სოციალურ ქსელებში ამ სიახლის შესახებ ძირითადად ხუმრობენ.
კონცერნ „კალაშნიკოვის“ მიერ ფორუმზე წარდგენილი სხვა ნაწარმიდან, სოციალურ ქსელებში დამკვირვებელთა ყურადღება და დაცინვა ერგო საბრძოლო რობოტ „იგორიოკ“-ს, რომლის წონა 2 ტონას აჭარბებს.
„ახლა მისი ტრანსპორტირებითვის ორთქმავლის გამოგონებაღა დარჩათ“, – წერდნენ სოციალურ ქსელებში.
16-11-2024
16-11-2024