გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერი მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა

20-01-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.
ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარშვილმა ირაკლი დემეტრაშვილს და ბაქარ ერაშვილს (ძიუდო მწვრთნელები - ნუგზარ და სოსო მამულაშვილები), ნიკოლოზ ქენქაძეს და გიორგი ახვერდოვს (კრივი - მწვრთნელი ოთარ თოიძე), თამარ აზმაიფარაშვილს და თამაზ კაციაშვილს (ტაეკვანდო - მწვრთნელები ალექსანდრე მანძულაშვილი და ლევან მამულაშვილი) მიულოცეს ახალი წელი, მიღწეული წარმატებები და სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სპორტსმენები და მწვრთნელები მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისებას - დაჯილდოვდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728