გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების წინადადებით გამოვიდა

16-09-2018

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ევროპის საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ მსჯელობა შესთავაზა.


როგორც უკრაინული ტელეარხი „ჰრომადსკოე“ ჩეხურ გამოცემა Seznam Zpravy-ზე დაყრდნობით იუწყება, სხვადასხვა ქვეყნებში ჩეხეთის ელჩებთან პრაღის გრადაში შეხვედრის დროს ზემანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პოზიციას, რომელიც ანტირუსული სანქციების გაუქმების წინადადებით გამოვიდა.


„ეს შეზღუდვები არავის ხელს არ აძლევს. მოხარული ვარ, რადგან პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს არაეფექტურია“, – თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.


მან ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საკითხზე მსჯელობის დაწყება შესთავაზა.

„იტალიის ახალი მთავრობა სანქციების წინააღმდეგ გამოდის. ავსტრია პუტინის ვიზიტის შემდეგ იგივეს ამბობს. ჩეხეთი ამ საკითხში აქტიური უნდა იყოს“, – აღნიშნა ზემანმა.


30-31 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა 28-ვე მინისტრი მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს ავსტრიაში შეხვდება. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს ლონდონი რუსეთის წინააღმდეგ, ბრიტანეთსა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

29 ივნისს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირში ალბათ მალე დაიწყება მსჯელობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების თაობაზე. „პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ რუსეთთან ვაჭრობის წარმართვის შესაძლებლობაც დარჩეს და სანქციებიც შენარჩუნდეს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.



jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728