გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ამ ჯიბის პოლიტიკოსებს, ჩინეთიც ფეხზე ჰკიდიათ და საქართველოც. მთავარია ფული აიღონ და კიმ ჩენ ინთანაც ითანამშრომლებენ

24-01-2024

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თინა ხიდაშელი ტაივანიდან იღებს დაფინანსებას. ქადაგიძის თქმით, სწორედ ამიტომ ააგორა პროტესტი ოპოზიციამ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მათი დაფინანსების წყაროები.


“ტაივანჩიკას” ქმარი ხარ ბიჭო?!


ფაზლის დეტალებივით ეწყობა ყველაფერი თავის ადგილას…


აი, რატომ გადაიხსნეს “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტზე ვენები?!


გამჭირვალე გახდებოდა ვინ ტაივანიდან და ვინ ფხენიანიდან ფინანსდება…


ამიტომაცაა, რომ ხიდაშელი განსაკუთრებული “ჩინოფობიით” გამოირჩევა. განა ჩინეთს ან მის პოლიტიკას სწუნობს, უბრალოდ ტაივანის სეპარატისტულ მხარესთან თანამშრომლობს…


ისე, ტაივანიდან დაფინანსების მიღება იგივეა, რაც სოხუმის ან ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმებისგან ფულს იღებდეს ვინმე და საქართველოს ამუნათებდეს, ავტოკრატიააო…


თუმცა, ამ ჯიბის პოლიტიკოსებს, ჩინეთიც ფეხზე ჰკიდიათ და საქართველოც. მთავარია ფული აიღონ და კიმ ჩენ ინთანაც ითანამშრომლებენ.


“ვირთხების რბოლა” აქვთ გამართული - "რასაც ფულით ვერ იყიდი, უფრო ბევრი ფულით იყიდი" -ოს პრინციპით და გულწრფელად მინდოდა მეკითხა:

სინდისი არ გაწუხებთ-მეთქი, მაგრამ რაც არ გაქვთ, რა შეგაწუხებთ?!" - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930