გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: პოლიტიკური „ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან იმიტომ, რომ ის შანსს არ უტოვებს სხვა პარტიებს, დაიმკვიდრონ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში

25-01-2024

რატომ დადგა დღის წესრიგში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლების საკითხი ახლა და რატომ დაიკარგა წლები - შეკითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს თემა ახლა არ წამოჭრილა და ადრეც მუსირებდა, თუმცა, საქართველო ელოდებოდა მთელი რიგი სამართლებრივი პროცესების დასრულებას, რომლებშიც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე იყო ჩართული. მისი თქმით, ეს დავები საზღვარგარეთ უკვე დასრულებულია.


„საუბარია პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებაზე და არა ინდივიდუალურ პირებზე, თორემ ჩვენ ვიცით, რომ ინდივიდუალურად ცალკეული პირები გასამართლდნენ - ზოგი ახლა იხდის სასჯელს, ზოგმა უკვე მოიხადა და ზოგს მოსახდელი აქვს. საუბარია პოლიტიკურ რეჟიმზე, იმიტომ, რომ თუ არ დადგა განაჩენი და არ მოხდა გამოძიება, ბუნებრივად სულ იქნება ეს მოჯადოებული წრე.


ამიტომაც დაგვჭირდა ამდენი წელიწადი. ჯერ საერთაშორისო სასამართლოებში უნდა დასრულებულიყო პროცესები, რადგან არავის მისცემოდა სპეკულაციების საფუძველი მაგალითად იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ახლა არავის აქვს ამის თქმის შესაძლებლობა, ჩვენ დავხურეთ ეს თემა - საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, რომ საქართველოს სახელმწიფო და ქართული ჯარი სამართლებრივად არის გამარჯვებული.


ახლა ჩვენ გვინდა ჩვენი შიდა თემა წამოვწიოთ. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს მომავალმა თაობებმა და თუნდაც დღევანდელმა იცოდნენ, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი ამ რეჟიმის მიერ. პოლიტიკური „ნაცმოძრაობა" უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან იმიტომ, რომ ის შანსს არ უტოვებს სხვა პარტიებს, დაიმკვიდრონ ადგილი პოლიტიკურ სივრცეში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930