17-09-2018
თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსული (და არა მხოლოდ რუსული) მედიის ყურადღების ცენტრში რჩება.
აღნიშნულ საკითხს ტელეკომპანია «Первый канал»-ის პროგრამა «Время»-მ კიდევ ერთი სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც, სიუჟეტის ავტორის თქმით, ადგილობრივები იხსენებენ, თუ როგორ გარდაიცვალა ლუგარის ლაბორატორიის ორი უცხოელი თანამშრომელი.
„ადგილობრივი მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან ლაბორატორიის მუშაობით. ამბობენ, რომ იქ საბრძოლო ბაქტერიოლოგიური იარაღი - მკვლელი ვირუსები გამოჰყავთ, რომლებიც აკრძალულია.
მოსახლეობა შენობის სახურავიდან ამოჩრილ საკვამლე მილებს ითვლის.
„წარმოდგენა არ გვაქვს, რას წვავენ ამდენს ლაბორატორიაში. კვამლი ამოდის, აგრეგატები მუშაობენ... შეიძლება დღეს მოწამვლას ვერ ვგრძნობთ და არაფერი გვტკივა, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდებით“, - ამბობს ერთ-ერთ მაცხოვრებელი.
აქაურები კარგად იცნობდნენ ორ პიროვნებას, ლაბორატორიის უცხოელ თანამშრომლებს. ისინი ფილიპინებიდან იყვნენ ჩამოსულები და ბინა ახლოს ჰქონდათ დაქირავებული. ელვირა რატიანი იხსენებს: „პირველად რომ ცუდად გახდნენ, ექიმებმა მოასულიერეს. მეორედაც რომ მოიწამლნენ, ფინალი სასიკვდილო აღმოჩნდა... ორივენი უსულოდ ეყარნენ, პირიდან დუჟი მოსდიოდათ“-ნათქვამია სიუჟეტში.
p.s. მასალის ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ხილვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge