გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს

26-01-2024

 აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება. მაგალითად, ჩვენს ბოლო ორ წერილზე [„ნაცმოძრაობის გასამართლების მოთხოვნასთან დაკავშირებით] ძალიან სერიოზული გამოხმაურებები მოწმობს იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობის ანარეკლია,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.


„დაარსების დღიდან დღემდე, „ხალხის ძალის“ წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის. ჩვენ ვბედავთ და ვსაუბრობთ ქართულ ინტერესებზე. ვიზიარებთ რა პრინციპს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენ მათთან ღიად ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ გამოწვევებზე. ფაქტია, რომ შინ თუ გარეთ ვამხელთ პოლიტიკურად არაკეთილმოსურნე ძალებს. ქართული პოლიტიკა ხალხთან უფრო ახლოს მივიტანეთ და ამიტომაც „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს.


აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალას“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოაქვს, საბოლოოდ უტყუარი ფაქტებით დასტურდება.


მაგალითად, ჩვენს ბოლო ორ წერილზე [„ნაცმოძრაობის გასამართლების მოთხოვნასთან დაკავშირებით] ძალიან სერიოზული გამოხმაურებები მოწმობს იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობის ანარეკლია,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031