გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა

12-01-2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა. ”ინტერპრესნიუსის” მიერ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, პრემია 191 თანამშრომელმა მიიღო. მერიაში დასაქმებული 128 შტატიან თანამშრომელზე 55 607, 50 ლარი გაიცა. ხელშეკრულებით აყვანილ 26 თანამშრომელზე - 13 702 ლარი. სამხედრო სამსახურში დასაქმებულმა 9 თანამშრომელმა 3 705 ლარის პრემია მიიღო. სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ საახალწლოდ 1 722, 50 ლარი მიიღო, პირველმა მოადგილემ - 1 137, მეორემ - 1 072, 50 ლარი.
საახალწლოდ პრემია გაიცა საკრებულოშიც. საკრებულოში 25-მა შტატიანმა თანამშრომელმა 19 370 ლარი მიიღო, ხელშეკრულებით აყვანილ სამ თანამშრომელზე 832 ლარი გაიცა. საკრებულოს თავმჯდომარემ 1 373 ლარი მიიღო, მოადგილემ - 1040 ლარი. 
2017 წელს მუნიციპალიტეტში 169 954, 50 ლარის პრემია გაიცა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930