გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ბუღაძე ტელეკომპანია "ფორმულაზე": სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა, მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა "პოლიტ-ძელეცებისთვის" ხომ აქვთ სარჩო?

31-01-2024

მწერალი ლაშა ბუღაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება.


ბუღაძის თქმით, "ფორმულას" განცხადება უპასუხისმგებლობა, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც იბრძოლა და სხვა მედიებს არ მიეყიდა, დელიკატურად ემშვიდობებიან, ხოლო ხაბეიშვილისა და მისი მსგავსი ფიგურებისთვის ტელევიზიას სარჩო მაინც აქვს.


"სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო" - წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031