გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ "პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის" აშშ-ის საელჩოს გრანტი მოიპოვა

2-02-2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ "პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის" მოიპოვა აშშ-ის საელჩოს გრანტი 135000$ -ის ოდენობით.

 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა რეგიონისთვის აღნიშნული ძეგლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრანტი მოხმარდება პეტრას ციხეზე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და აღმოჩენების კონსერვაციას. ასევე ხაზი გაუსვა ძეგლის მნიშვნელობას მომავალი თაობებისთვის.

 

აშშ-ს ელჩმა რობინ ლ.დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია და აღნიშნა, რომ „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930