გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძემ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მხარდამჭერი ევროკავშირის დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

2-02-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მხარდამჭერი ევროკავშირის დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.


მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში დაახლოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი წვლილია, რომ ბოლო წლებში საქართველომ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. „ხარისხის ინფრასტრუქტურა როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე ევროინტეგრაციის მხრივ პრიორიტეტული მიმართულებაა. 2020 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომლის მიზანია შეზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გარემო და საკუთრება. „პროექტის ფარგლებში მოხდება ბაზარზე ზედამხედველობის ადგილობრივი კანონმდებლობის გადახედვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის არსებული სისტემის სრულყოფას და ზედამხედველობის განხორციელებას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას და აღნიშნა, რომ დაძმობილების პროექტი გააძლიერებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციურად, ხელს შეუწყობს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და ამ მიმართულებით ბიზნეს სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდას.


შეხვედრა გახსნეს საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი უკლებამ და ლიეტუვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყების დირექტორმა გოდა ალექსაიტემ. ღონისძიებას ასევე სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ, ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იურგა გრეიჩიენემ, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მარიუშ პიეტრჯაკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930