გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი უვე ბეიერი: საქართელომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ

3-02-2024

გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის  პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი  ხვალაც  გაგრძელდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.  გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის  პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი  ხვალაც  გაგრძელდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.  


სნოუბორდ კროსის დისციპლინის ტურნირში დღეს პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა სპორტსმენმა ქლოე ტრენსბუშიმ, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრინდინმა.


მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, პირველი საფინალო დღე გუდაურში წარმატებით ჩატარდა.მისივე თქმით, ტურნირთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მაღალია.


"დღეს, პირველი საფინალო დღე იყო. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები ძალიან კარგი გვაქვს, ასევე სპოტსმენებისგან და სხვა დელეგატებისგან . შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღეც ასევე გაგრძელდება და საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური, კიდევ ერთხელ მოიმიშნება მსოფლიო რუკაზე". განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.


საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, "სნოუბორდ კროსის დისციპლინის" ტურნირისთვის საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა.


„შესანიშნავი შეჯიბრი გვქონდა, როგორც ნახეთ,  დაძაბული  რბოლა იყო. ყველამ ფანტასტიკური შეჯიბრი იხილა, ორგანიზატორმა ქვეყანამ, საქართელომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს ხვალ მეტად მზიანი ამინდი გვექნება,ვიდრე დღეს გვქონდა. ძალიან კარგი პირველი შეჯიბრი იყო აქ, გუდაურში, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. საერთო ჯამში, გუნდებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურება მესმის", - განაცხადა უვე ბეიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930