გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვაზე: ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს

3-02-2024

„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცე ინსტიტუციას და ამ შემთხვევაში ჩემი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, პრეზიდენტის მოხსენება მხოლოდ ფორმალური იქნება.


„მისი პიროვნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც თითოეულმა ინდივიდუალურად, ასევე „ქართულმა ოცნებამ“, გამოვხატეთ, დავასაბუთეთ და ვამხილეთ მისი ანტიკონსტიტუციური და სამწუხაროდ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. ამიტომ, თავისთავად ეს მოხსენება იქნება მხოლოდ ფორმალური და ასევე ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას, რის შეჯამებასაც იგი პარლამენტში მოახდენს“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031