გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში ახალი სკოლა გაიხსნა

17-09-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. ახალი სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად როსტომაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.   


თორტიზის ერთსაუკუნოვანი სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში ფუნქციონირებს  ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია  შესაბამისი ინვენტარით. სკოლის მშენებლობა 2017 წლის 21 სექტემბერს დაიწყო  და  2018 წლის 18 ივნისს დასრულდა.  მშენებლობაზე 1 400 000 ლარამდე დაიხარჯა. 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930