გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხატია დეკანოიძე: მოლდოვას და უკრაინას ჩამოვრჩებით

5-02-2024

ტყუილს ავრცელებო მოლდოვას და უკრაინას რომ ჩამოვრჩებით თურმე და ჩამოვრჩებით, ჩვენ გვაქვს სტატუსი, იმათ აქვთ მოლაპარაკებებზე გახსნა. ანუ რატომ არ ჩამოვრჩებით, რა კუთხით არ ჩამოვრჩებით? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.


დეკანოიძის თქმით, არცერთი მინისტრი არ საუბრობს, რომ ჩვენ დაჩქარებულად გვეკუთვნის ევროკავშირში ინტეგრაცია.


„არავინ არ საუბრობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, არცერთი მინისტრი, რომ ჩვენ დაჩქარებულად გვეკუთვნის. და ამაზე მითხრა, დეზინფორმაციაზე ოხანაშვილმა რომ ტყუილს ავრცელებო მოლდოვას და უკრაინას რომ ჩამოვრჩებით თურმე და ჩამოვრჩებით, ჩვენ გვაქვს სტატუსი, იმათ აქვთ მოლაპარაკებებზე გახსნა. ანუ რატომ არ ჩამოვრჩებით, რა კუთხით არ ჩამოვრჩებით? მე უბრალოდ ვერ გავიგე რას გულისხმობს ეს ხალხი და რატომ ღიზიანდება ფაქტებზე“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031