გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“სინამდვილეში”: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს

6-02-2024

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში „სირცხვილიას“ აქტივისტის, ქეთი შოშიაშვილის კრიტიკას, რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანასთან დაკავშირებით ეხმაურება.


„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი, ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: „ნახეთ რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ.“

სინამდვილეში, ისინი ვინც ცდილობენ საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ, საქართველოს რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის სამიზნედ აქცევენ და ამით რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში ითრევენ.


შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ. სწორედ მაშინ ითქვა ფრაზა, რომ უკრაინისთვის რუსეთზე სანქციებით და მებრძოლების გაგზავნით დაუხმარებლობას „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობდა“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა" იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ. ასეთი განცხადებები აჩენს აღქმას, რომ ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთზე თავდასხმისთვის დერეფანს გახსნიდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაცია, რომლის მიმდინარე პროექტების დაფინანსება დაახლოებით 6 000 000 ლარია, ანტიქართულ პროპაგანდას ავრცელებს,“- ნათქვამია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930