გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილს: ეგრე გააგრძელე და ქართული საზოგადოება წლის ბოლოს, ერთად შეყრილ ძველ და ახალი ფორმაციის "ნაცმოძრაობას", უმტკივნეულოდ გაგისტუმრებთ ნაგავსაყრელზე

6-02-2024

აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს”… - ასე აფასებს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს.

 

მისი თქმით, ზურაბიშვილის ამ განცხადებებით, საზოგადოებას უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და როგორც ძველი, ისე ახალი ფორმაციის "ნაცმოძრაობას" ნაგავსაყრელზე გაისტუმრებს.

 

"აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს”… მოკლედ, ორი წარმომადგენელი ჰყავს მიშას, ერთი- სოფო ჯაფარიძე და მეორე, სალომე ზურაბიშვილი. განსხვავება მხოლოდ ასაკშია, ერთი დამწყები და მეორე ხანდაზმული თითლიბაზია… კარგია, რაც მეტ სიგიჟეს ჩაიდენთ და იტყვით, უფრო მარტივი გახდება არჩევანის გაკეთება. მიდი სალომე, ეგრე გააგრძელე და ქართული საზოგადოება წლის ბოლოს, ერთად შეყრილ ძველ და ახალი ფორმაციის ნაც-მოძრაობას, უმტკივნეულოდ გაგისტუმრებთ ნაგავსაყრელზე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728